Sunday, July 6, 2014

                                                               დღე მეცხრე
       დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო. დღეს ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა,პირველად მეგონა, რომ ამას ვერ ვისწავლიდი, გავაფორმეთ ჩვენი ნამუშევრები. გამიჩნდა საკუთარი თავის რწმენა. დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს, ის საუკეთესო ტრენერიაააააააააააა!

Saturday, July 5, 2014

                                                                დღე მერვე
დღევანდელი დღე იყო შრომატევადი, მაგრამ საინტერესო. დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის გაგრძელებაზე.  ვისწავლეთ , როგორი უნდა იყოს პროექტის მსვლელობა, დიფერენცირებული დავალებების მიცემა, რა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ პროექტზე მუშაობის დროს.

Friday, July 4, 2014

                                                   დღე მეშვიდე
   დღევანდელი დღე იყო რთული , მაგრამ საინტერესო. რთული იმიტომ, რომ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შემუშავება მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას, საინტერესო იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ( უკვე ვისწავლეთ დღეს) შევარჩიოთ ინტელის პროგრამის ფარგლებში  ეს ფორმები და მოვახდინოთ ადაპტირება.