Sunday, July 6, 2014

                                                               დღე მეცხრე
       დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო. დღეს ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა,პირველად მეგონა, რომ ამას ვერ ვისწავლიდი, გავაფორმეთ ჩვენი ნამუშევრები. გამიჩნდა საკუთარი თავის რწმენა. დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს, ის საუკეთესო ტრენერიაააააააააააა!

Saturday, July 5, 2014

                                                                დღე მერვე
დღევანდელი დღე იყო შრომატევადი, მაგრამ საინტერესო. დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის გაგრძელებაზე.  ვისწავლეთ , როგორი უნდა იყოს პროექტის მსვლელობა, დიფერენცირებული დავალებების მიცემა, რა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ პროექტზე მუშაობის დროს.

Friday, July 4, 2014

                                                   დღე მეშვიდე
   დღევანდელი დღე იყო რთული , მაგრამ საინტერესო. რთული იმიტომ, რომ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შემუშავება მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას, საინტერესო იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ( უკვე ვისწავლეთ დღეს) შევარჩიოთ ინტელის პროგრამის ფარგლებში  ეს ფორმები და მოვახდინოთ ადაპტირება.

Saturday, June 28, 2014

                                              დღე  მეხუთე
    დღევანდელი დღე იყო საინტერესო. ვისწავლეთ წინარე ცოდნის გააქტიურების მეთოდები, პრეზენტაციის მომზადება ჩემს  სასაწავლო პროექტზე. ძალიან მომეწონა პრეზენტაციის ნიმუში "ლობიოს დიდი რბოლა."გავაკეთეთ საკუთარი პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია.  გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის შესახებ მასალას, გავიგე რა არის საავტორო უფლებები და როგორ დავიცვა იგი. 

Friday, June 27, 2014

                                                                 დღე მეოთხე
  დღეს შევისწავლეთ პროექტის მიმართულების საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკა. ასეთი კითხვები არის სამი სახის: ზოგადი თემატური და შინაარსობრივი. ასევე შევისწავლეთ ტესტების კეთება ონლაინ რეჟიმში. ეს საკითხი ძალიან მომეწონა და ადვილად დავიმახსოვრე. შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.